weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცინიკურად რომ იცინოდა, ამისთვის უნდა დაისაჯოს – გახარია პოლიციელზე

13:22 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ საჭირო იქნება, ჩადენილი გადაცდომებისთვის სამართალდამცველებს დააკავებენ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, რატომ არ არის დაკავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელიც მომიტინგეებს დამიზნებით ესროდა და ირონიულად იცონოდა.

„ასეთ კითხვას, რომ სვამთ, სამი თვე გავიდა და რაღაცაში ხომ უნდა... შეუძლებელია ამ აღჭურვილობით დამიზნებით სროლა. რაღაც მაინც წაიკითხეთ. ცინიკური ღიმილის გამო დაისჯება. სამწუხაროდ, 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ის იყო შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი, რომელმაც პროკურატურაში ჩვენება მისცა და თუ საჭირო გახდა, ასევე პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მივა პროკურატურაში და ჩვენებას მისცემს.

„რაც შეეხება იმას, საკმარისი არის თუ არა, ამას იძიებს პროკურატურა და შესაბამისად, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი და სად იქნება დევნა დასაწყები.

ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა, რომელმაც მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები.

რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება. თუ იქნება საჭირო დააკავებენ 10 ადამიანს... 18 ადამიანი ციხეში ზის იმიტომ, რომ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ. სახელმწიფოს აქვს თავისი მოვალეობები, დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე მშვიდობა და მართლწესრიგი ქალაქში.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის განაწილებას, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს აქცია და რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტში, მათაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომელბიც ამ აქციის შეწყევტის პერიოდში დაზიანდნენ. მათი დამზიანებელები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყევტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია 20 ივნისს, როდესაც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მისი გადადგომა იყო საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოშვების გამო. საპროტესტო გამოსვლები თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, რამდენიმე თვე გრძელდებოდა. გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან არ გადამდგარა, რამდენიმე დღის წინ კი დაწინაურდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მის გადადგომას დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]