ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ბავშვს სახელმწიფო მოეპყრას მკაცრად, მაგრამ ბავშვურად, იმიტომ, რომ ბავშვს სჭირდება ხელშეწყობა, ახსნა იმისა, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფო N11 დაწესებულებაში ახალგაზრდებს ხელს უწყობს, გაითავისონ, რომ ოცნება არ უნდა იყოს ე.წ. ზონაში წასვლა.
„ოცნება შეიძლება იყოს გარეთ გასვლა, ოცნება შეიძლება იყოს სწავლა, ოცნება შეიძლება იყოს ის, რომ შექმნა ოჯახი და გყავდეს მომავლისთვის სასიქადულო შვილები. ეს უნდა იყოს ოცნება და არა ის, რომ წახვიდე ქსანში ან რუსთავში. ოცნება ყველა ბავშვისა უნდა იყოს გარეთ გასვლა, სწავლა და კარიერა. ამიტომაც მინდა, ყველა იმ ბავშვს მივესალმო, ვინც მასთან ერთად მე-11 დაწესებულებიდან გაიგო ჩვენი პოლიტიკა, მიხვდა, რომ ეს მისთვის კეთდება და არა ჩვენთვის და გადავიდა დაბალი რისკის დაწესებულებაში, სადაც თამაშობენ ჭადრაკს სწავლობენ გეოგრაფიას, სწავლობენ მათემატიკას და მათი კერპი არის არა ალ კაპონე, არამედ ნონა გაფრინდაშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.