„გაეროს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის: მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.
ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრებიც იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.