weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

10:54 ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პირველი კანდიდატი, რომელიც დეპუტატების წინაშე გამოდის, თამარ ალანიაა.

კანდიდატის მოსმენა პროცედურულ საკითხზე კამათით დაიწყო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, თითოეულ კანდიდატთან კითხვების დასასმელად თითოეულ ფრაქციას 20 წუთი ექნება, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვა-პასუხისთვის 40 წუთი. ოხანაშვილის თქმით, თუ ეს დრო საკმარისი არ იქნება, დეპუტატებს ინტერვიუს დაასრულებენ.

დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ეს წინადადება გააპროტესტეს. როგორც ეკა ბესელიამ თქვა, დამოუკიდბელი დეპუტატებისთვის, რომელთა რიცხვი 11-ია, მხოლოდ კითხვების დასმისთვის დრო ერთ საათამდე უნდა გაიზარდოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტის 20 კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]