weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პატიმრების შეწყალებაში გარეული არ ვარ – დიმიტრი გაბუნია

13:12 ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გაბუნია ამბობს, მას თავადაც აინტერესებს, ვინ ურჩია სალომე ზურაბიშვილს მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირის შეწყალება.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, 28 აგვისტოს, როდესაც შეწყალების აქტი გამოიცა, ის შვებულებაში იყო.

„9 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით შვებულებაში ვიყავი და 3 სექტემბერს გამოვედი. ეს ყველაფერი გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი ეს შეკითხვები. პრეზიდენტისგან იყო პასუხი - ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილება. ესეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ჰკითხო ვიღაცას? ამისთვის, ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი.

ის პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად.

როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ოჯახი ფსიქოლოგიურად არის ძალიან ცუდად იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ირმა ნადირაშვილმა გაბუნიას ჰკითხა, რატომ არ დაუსვა სალომე ზურაბიშვილს კითხვა, ვისი რჩევით მიიღო შეწყალების გადაწყვეტილებები.

„ჩემი კომპეტენცია არ არის. მაინტერესებს და გამოძიებაში მივიღებ ამ პასუხებს. ნამდვილად არ ვიცი, ვინ ურჩია და მე თვითონ თქვენთან ერთად მაინტერსებს, პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა ეს სია და რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით იძიებს. შეწყალების საქმეებით დაინტერესებისკენ პროკურატურას საქართველოს სახალხო დამცველმა და საპარლამენტო ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მოუწოდეს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, საკუთარი წყაროსგან აქვთ იმფორმაცია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, მათი წყარო ამბობს, რომ თითოეულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირები უკავშირდებიან გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, „ანუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული“.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი. 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალება ვინმეს გამართლებას არ ნიშნავს. მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებებზე თავად არის პასუხისმგებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]