weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა, 4 მაღალჩინოსანი გათავისუფლდა

21:01 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019
ფოტოზე გიორგი ერმაკოვი ფოტოზე გიორგი ერმაკოვი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „იაფი სახლის“ საქმეზე დაკავებული ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურის ყოფილი უფროსი, არჩლ ვანაძე და ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეგარსლან ლომაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეეცვალათ ყოფილ მაღალჩნოსნებს - ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, თენგიზ პეტრიძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ბაგრატ მანველიძეს, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმწოყობის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხინთიბიძესა და შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს, ბექა ხალვაშს. მათ 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

ბათუმის მერიის შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 31 მაისს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მუნიციპალური პროექტის „იაფის სახლის“ ტენდერში, 2015 წელს, კომპანიას უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა და გაფლანგეს მილიონ 300 ათას ლარზე მეტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]