მიღება აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.
ოფიციალური მიღება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.