„გამოგიტყდებით, მერჩივნა ამ გამოსვლაში მეტი კონკრეტკა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გზავნილები იყო მნიშვნელოვანი - ის, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანი გაკეთებული, ევროინტეგრაცია, საგარეო მიმართულების ხაზი არის მკვეთრად გამოკვეთილი, იყო რეფორმებზე საუბარიც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ალბათ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით მეტი პრინციპულობა იყო საჭირო და ეს ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული, რომ რეალური შედეგიდან არ ვიყოთ შორს და ამის გასაღები არის მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნის მნიშვნელობის უფრო მაღალ ხარისხში დაყენება.
პრეზიდენტს უფრო მეტად დიპლომატიური მეტყველების ფორმა ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, დიპლომატია არ კრძალავს უფრო მეტ პრინციპულობას.
ამიტომ, მქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტი პრინციპულობით იქნებოდა საკითხი დაყენებული და მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ ისინიც უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ამაში, რადგან საქართველო-რუსეთის საკითხი სცილდება მხოლოდ ჩვენს პრობლემებს; საერთოდ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა, ასეთ კონფლიქტურ ცხელ წერტილებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იყოს უფრო აქტიური, მით უმეტეს, რომ ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად პოლარიზებულია. ამისთვის საჭიროც იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოხატვის ფორმა უფრო მეტად კრიტიკული და პრინციპული ყოფილყო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.