weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გაეროში პრეზიდენტის გამოსვლა გააკრიტიკა

22:02 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე. როგორც ხუნდაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვის დროს თქვა, სალომე ზურაბიშვილს ოკუპაციის საკითხზე საუბრისას კონკრეტიკა და პრინციპულობა აკლდა.

„გამოგიტყდებით, მერჩივნა ამ გამოსვლაში მეტი კონკრეტკა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გზავნილები იყო მნიშვნელოვანი - ის, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანი გაკეთებული, ევროინტეგრაცია, საგარეო მიმართულების ხაზი არის მკვეთრად გამოკვეთილი, იყო რეფორმებზე საუბარიც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ალბათ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით მეტი პრინციპულობა იყო საჭირო და ეს ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული, რომ რეალური შედეგიდან არ ვიყოთ შორს და ამის გასაღები არის მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნის მნიშვნელობის უფრო მაღალ ხარისხში დაყენება.

პრეზიდენტს უფრო მეტად დიპლომატიური მეტყველების ფორმა ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, დიპლომატია არ კრძალავს უფრო მეტ პრინციპულობას.

ამიტომ, მქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტი პრინციპულობით იქნებოდა საკითხი დაყენებული და მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ ისინიც უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ამაში, რადგან საქართველო-რუსეთის საკითხი სცილდება მხოლოდ ჩვენს პრობლემებს; საერთოდ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა, ასეთ კონფლიქტურ ცხელ წერტილებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იყოს უფრო აქტიური, მით უმეტეს, რომ ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად პოლარიზებულია. ამისთვის საჭიროც იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოხატვის ფორმა უფრო მეტად კრიტიკული და პრინციპული ყოფილყო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]