weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და პრობლემის მოგვარება დაავალა

11:00 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყიბულელი მეშახტეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია.

„ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე, შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს, შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემის მოგვარება დაავალა.

„მსგავს შემთხვევებს, ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ,

დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად.

მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად; ყოველთვის იქ, სადაც ამისი საშუალება გვექნება, დავუდგებით ბიზნესს გვერდით, თუმცა დამსაქმებელმაც სრულად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და შეასრულოს ის“, – განაცხადა პრემიერმა.

ტყიბულში დაახლოებით 30 მეშახტე რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდნენ. ისინი უარს ამბობენ შახტებიდან ამოსვლაზე მანამ, ვიდრე „საქნახშირი“ ხელფასებს არ გასცემს. მეშახტეები ასევე ითხოვენ განმარტებას, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]