პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის რეგიონული ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა.
„შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.