weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემთან შეხვედრა დავით ზალკალიანმა მოითხოვა – სერგეი ლავროვი

11:36 შაბათი, 28 სექტემბერი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მისი და დავით ზალკალიანის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. როგორც ლავროვმა განაცხადა, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ითხოვდა.

„26 სექტემბერს შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, რომელიც მან მოითხოვა. შემდეგ წავიკითხე მისი გრძელი კომენტარები, რომელზეც, ჩემი აზრით, მან უფრო მეტი დრო დახარჯა, ვიდრე თავად შეხვედრაზე.

სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი საჰაერო მიმოსვლის განახლება. მე ავუხსენი, რომ ჩვენ არასდროს ვეძებდით საქართველოსთან ჩხუბის ხელოვნურ მიზეზებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ის მხარს დაუჭერდა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შეძლებს, ხელი შეუწყოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ყურადღებას არ მიაქცევს „რუსოფობებს“, რომლებსაც, ლავროვის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებს „რეჟიმთან საბრძოლველად“.

„კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრის შესახებ, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. 27 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა საქართველოს მოთხოვნით შედგა.

თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შვეიცარიის ინიციატივა იყო, მხარეებს ემსჯელათ საკითხებზე, რომელიც საქართველოს დეოკუპაციასთან და უკანონო ბორდერიზაციასთნ არის დაკავშირებული.

„ამაზე, რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც არის დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის საგარეო უწყების შუამავლობით შედგა, მიესალმება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – განაცხადეს საელოში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]