weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარია რომ გადამდგარიყო, პოლიტიკისთვის ცოცხალი ადამიანი იქნებოდა – კვირიკაშვილი

16:42 შაბათი, 28 სექტემბერი 2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პარლამენტთან 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ სწორი ნაბიჯი იქნებოდა, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში კვირიკაშვილმა თავი შეიკავა შეფასებისგან, თუ როგორი პრემიერი იქნება გახარია.

„ამას დრო გვანახებს. რაც შეეხება გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის თავს გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა, მას რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, არავის უთქვამს, რომ ადამიანს თვალში ესროლეო, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ხელით ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]