weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველაფერი, რასაც ბოკერია აკეთებს, არის ანტიქრისტიანული – სააკაშვილი

10:26 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ფუნდამენტური პოლიტიკური სხვაობაა, რის მაგალითადაც მან გიგა ბოკერიას ფასეულობები დაასახელა. „ერთმა ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ მომხდარიყო ბევრი ჩვენი მოქალაქის გაუცხოება იმისგან, რისიც ჩვენ გვჯერა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

„აქ არ არის პირადი განსხვავებები. აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ასეა, ვატარებ ჯვარს მუდმივად.

გიგა ბოკერიამ და მისნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან. [ბოკერია] ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას.

განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ მის მსგავსად ლაპარაკობს „ქართული მარში“, ირმა ინაშვილი, ყველა ანტიდასავლური ძალა პროევროპული ოპოზიციის, მათ შორის, თავად სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ.

„ჩემს წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ, რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ყველაფერი რაც არის ქართული და მნიშვნელოვანი. არაფერი ანტიდასავლური აქ არ არის. დასავლეთი დგას ტრადიციულ ფასეულობებზე, ოჯახურ ფასეულობებზე, რელიგიურ ფასეულობებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოში“ ბევრი „ძალიან ნორმალური, კარგი“ ადამიანია, ვისთანაც თანამშრომლობას გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]