weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვალ – მიხეილ სააკაშვილი

10:41 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. როგორც მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

„არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ... ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ჩამოსვლის შემთხვევაში ფიქრობს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე „თავის ცხოვრებაში არ უფიქრია“ და ეს მისთვის მეასეხარისხოვანია.

„ეშმაკსაც წაუღია ჩემი პირადი უსაფრთხოება, მაგას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაქვს დასაცავი ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მომავალი. წერტილი“, – აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]