„არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ... ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, ჩამოსვლის შემთხვევაში ფიქრობს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე „თავის ცხოვრებაში არ უფიქრია“ და ეს მისთვის მეასეხარისხოვანია.
„ეშმაკსაც წაუღია ჩემი პირადი უსაფრთხოება, მაგას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაქვს დასაცავი ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მომავალი. წერტილი“, – აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.