„მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა. ვარდების რევოლუციის, როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს „ევროპული საქართველო“ დღეს ბრიფინზე უპასუხებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ფუნდამენტური პოლიტიკური სხვაობაა, რის მაგალითადაც მან გიგა ბოკერიას ფასეულობები დაასახელა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოში“ ბევრი „ძალიან ნორმალური, კარგი“ ადამიანია, ვისთანაც თანამშრომლობას გააგრძელებენ.