weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს – ბოკერია სააკაშვილზე

12:27 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ის „ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან დისტანცირებაში“ დაადანაშაულა.

„მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა. ვარდების რევოლუციის, როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს „ევროპული საქართველო“ დღეს ბრიფინზე უპასუხებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ფუნდამენტური პოლიტიკური სხვაობაა, რის მაგალითადაც მან გიგა ბოკერიას ფასეულობები დაასახელა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოში“ ბევრი „ძალიან ნორმალური, კარგი“ ადამიანია, ვისთანაც თანამშრომლობას გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]