weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მივესალმები – გიორგი გახარია

18:07 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. გახარიას თქმით, სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ მსგავსი ექსცესები, როგორიც ფრენების შეწყვეტაა, არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდება, მზად უნდა იყოს მის სამართავად.

„რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე, ასობით, ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში გარკვეული პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 8 ივლისიდან აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 21 ივლისს, თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო მასსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს შორის ნიუ-იორკში, 26 სექტემბერს შემდგარი შეხვედრის ერთ-ერთი თემა.  ლავროვის თქმით, ის მხარს დაუჭერდა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შეძლებს, ხელი შეუწყოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ყურადღებას არ მიაქცევს „რუსოფობებს“, რომლებსაც, ლავროვის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებს „რეჟიმთან საბრძოლველად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]