weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2020

მალე დავიწყებთ რეგიონებში სიარულს და მოსმენას – მამუკა ხაზარაძე

13:31 ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019 hits 261

„მალე დავიწყებთ რეგიონებში სიარულს და დავიწყებთ მოსმენას. არა დაპირებას, არამედ მოსმენას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის პარტია“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

„არ გეგონოთ, რომ ჩვენ აქ რაღაც კლუბს ვაკეთებთ. არა, ბატონებო. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დივერსიფიცირებულ, ძალიან კარგად არჩეული ადამიანების, პროფესიონალების გაერთიანებას. როდესაც „პროფესიონალს“ ვამბობ, ამაში არ ვგულისხმობ, რომ უმაღლესი სასწავლებელი უნდა ჰქონდეს დამთავრებული და დიპლომი უნდა ჰქონდეს. არა, აქ ვგულისხმობ იმ ადამიანს, რომელიც კარგი ხუროა, კარგი მძღოლია, კარგი მზარეულია, კარგი მიმტანია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა: 1. ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი, 2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - იურისტი 3. თეა ჭკუასელი - პიანისტი 4. ირაკლი სუთიძე - მხატვარი 5. ბესიკ ლიპარტელიანი - სპორტსმენი 6. გია რაფავა - სპორტსმენი 7. დავით ბეგიაშვილი - ბიზნესმენი 8. თორნიკე შურღულაია -  ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი 9. ხათუნა თავდგირიძე - მწერალი 10. დავით გელაშვილი - სპორტსმენი 11.აკაკი გელაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 12. გიორგი ოქროაშვილი - ფსიქოლოგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]