„არ გეგონოთ, რომ ჩვენ აქ რაღაც კლუბს ვაკეთებთ. არა, ბატონებო. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დივერსიფიცირებულ, ძალიან კარგად არჩეული ადამიანების, პროფესიონალების გაერთიანებას. როდესაც „პროფესიონალს“ ვამბობ, ამაში არ ვგულისხმობ, რომ უმაღლესი სასწავლებელი უნდა ჰქონდეს დამთავრებული და დიპლომი უნდა ჰქონდეს. არა, აქ ვგულისხმობ იმ ადამიანს, რომელიც კარგი ხუროა, კარგი მძღოლია, კარგი მზარეულია, კარგი მიმტანია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა: 1. ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომისტი, 2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - იურისტი 3. თეა ჭკუასელი - პიანისტი 4. ირაკლი სუთიძე - მხატვარი 5. ბესიკ ლიპარტელიანი - სპორტსმენი 6. გია რაფავა - სპორტსმენი 7. დავით ბეგიაშვილი - ბიზნესმენი 8. თორნიკე შურღულაია - ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი 9. ხათუნა თავდგირიძე - მწერალი 10. დავით გელაშვილი - სპორტსმენი 11.აკაკი გელაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 12. გიორგი ოქროაშვილი - ფსიქოლოგი.