„ამ ადამიანს მოვუწოდებ, დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის და ცინიკურობის რაღაც ფორმებს თავი დაანებოს. პირველ რიგში, ეს თავად არ გამოადგება. როგორი დამოკიდებულებითაც ამბობს, ეს არის შეურაცხმყოფელი, თორე, ხაჭაპურის ცხობა არათუ შეურაცხმყოფელია, არამედ კარგიც არის. ქალები არიან, რომლებიც ხაჭაპურსაც მშვენივრად აცხობენ, პოლიტიკასა და მართვაშიც მშვენივრად ერკვევიან, ძალიან ძლიერები არიან და არავისზე ნაკლებს აკეთებენ. კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში ჩარჩენა პოლიტიკური მარაზმია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.