weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მამუკა ხაზარაძეს მოვუწოდებ დააკვირდეს, რას ლაპარაკობს – მდინარაძე

16:04 ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019

„ბატონო მამუკა, ასეთი რაღაცები არ უნდა შეგეშალოთ. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ქალის მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის“, – მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც სექსისტური კომენტარი გააკეთა.

„ამ ადამიანს მოვუწოდებ, დააკვირდეს რას ლაპარაკობს და შეურაცხყოფის და ცინიკურობის რაღაც ფორმებს თავი დაანებოს. პირველ რიგში, ეს თავად არ გამოადგება. როგორი დამოკიდებულებითაც ამბობს, ეს არის შეურაცხმყოფელი, თორე, ხაჭაპურის ცხობა არათუ შეურაცხმყოფელია, არამედ კარგიც არის. ქალები არიან, რომლებიც ხაჭაპურსაც მშვენივრად აცხობენ, პოლიტიკასა და მართვაშიც მშვენივრად ერკვევიან, ძალიან ძლიერები არიან და არავისზე ნაკლებს აკეთებენ. კაცებისა და ქალების დაყოფა და წარსულში ჩარჩენა პოლიტიკური მარაზმია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]