weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხაზარაძისგან განსხვავებით ძალიან კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს – მაია ცქიტიშვილი

18:26 ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019

„დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით ძალიან კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. საერთოდ, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს“, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცახდებას.

ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი წელიწადზე მეტია გაჩერებულია და ხაზარაძემ ამის მიზეზი უნდა ახსნას.

„თითქმის წელიწადია გაჩერებულია ძალიან მნიშვნელობვანი პროექტი - ანაკლიის პორტი. მემგონი, უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, რატომ არის დაგვიანებული უკვე ორ წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდენენ ასეთი ტიპის განცხადებებს და დამოკიდებულებას. ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ და „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მინისტრი ცქიტიშვილის გასაკრიტიკებლად სექსისტური განცხადება დღეს გააკეთა. ხაზარაძის თქმით, მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. მოგვიანებით ხაზარაძემ განმარტა, რომ სიტყვები - „ხაჭაპურების ცხობა“, ქალების შეურაცხყოფის მიზნით არ უთქვამს და არც მინისტრის სქესს გულისხმობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]