weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნატო ერთგულია იმ ხედვის, რომ საქართველო გაწევრიანდება ალიანსში – გოტმიოლერი

09:51 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019

ბათუმში, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატო-ს აქვს სურვილი და მოხარული იქნება, ბიძგი მისცეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ჟურნალისტმა გოტმიოლერს ჰკითხა, როგორ ხედავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მომავალს და ხომ არ შექმნის რუსეთის ფედერაციის ხისტი პოზიცია ბარიერებს საქართველოსთვის მისი ინტეგრაციის გზაზე.

როუზ გოტმიოლერის თქმით, ვინმესთვის დიდი სიახლე არ არის ის, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„მაგრამ ეს არაფრით არ უკავშირდება ნატო-ს პოზიციას ამ მიმართულებით. ნატო ერთგულია იმ ხედვის, როგორც უკვე ვთქვი, რომ საქართველო გაწევრიანდება ალიანსში.

ეს საკითხი ძალაშია ბუქარესტის სამიტიდან - 2008 წლიდან, ეს გახლავთ ჩვენი ლიდერების განცხადების ნაწილი, რომელიც გასულ წელს ბრიუსელში გაჟღერდა და გახლავთ ერთობლივი განცხადების ნაწილი, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიამ ახლახან, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ნატო მხარს უჭერს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპებს, რაც ნიშნავს, იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია, თუ პატარაა თითოეულ ქვეყანას გააჩნია უფლება საკუთარი უსაფრთხოების სქემა გადაწყვიტოს და აი, აქ მთავრდება ყველაფერი. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნატო-ს თვალსაზრისით.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოკავშირეები საუბრობენ საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენულობის მხარდაჭერის მიმართულებით. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გააჩნია უფლება შეარჩიოს ევროატლანტიკური გზა. ხაზს ვუსვამთ, რომ ნატოს სურვილი აქვს, იმუშაოს თქვენთან და მოხარულები ვიქნებით, რომ ბიძგი მოგცეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ არის სამუშაო, რეფორმები, პროგრესია მისაღწევი ამ სფეროში, მაგრამ თქვენთან ერთად ვართ ამ მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. [როუზ გოტმიოლერის განცხადების თარგმანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა]

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში გუშინ დაიწყო. საბჭოს წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]