weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

23:15 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თამთა თოდაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ისაუბრა.  

ქალის თქმით, შემთხვევა ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

„ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ალბათ გადაწყვიტა, რომ შეეძლო შემთან დაემყარებინა ასეთი აქტი. ჩემხუტა. კისერში რომ გიწყებს კოცნას და მერე უშუალოდ „მოწი ტუჩები“ და ფეხებშუა რომ გიცურებ ხელებს და მერე რომ ცდილობ დააღწიო თავი... აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. ძალიან ძნელია ასეთ დროს დაუსხლტე. მაგიდასთან ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი“, – ამბობს თამთა თოდაძე.

მისივე თქმით, ილია ჯიშკარიანმა იატაკზე დააგდო და ტელეფონი დაუმტვრია: „როგორ გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი. სასწრაფო გამოვიძახე. ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს იქიდან გამომდინარე, რომ მე მე არ ვარ.... მართლა ძალიან ცუდად ვარ“.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მომხდარს პროკურატურა სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით იძიებს.

თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიაცია „საფარი“ იცავს. ბაია პატარაიას აზრით, მსგავსი დანაშაულისთვის ილია ჯიშკარიანს უკვე დააკავებდნენ, პოლიტიკოსი რომ არ იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყურადღება, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი გავლენიანი პირია ხოლმე გარეული საქმეში, შეიძლება მოხდეს ჩარევა. რამდენადაც ვიცი, მისი შვილი მაღალ თანამდებობაზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შეიძლება იყოს მცდელობა, რომ უფრო მსუბუქად ან გამოვიდეს ან საერთოდ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანმა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჟურნალისტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში დეპუტატი წერს, რომ „სიბინძურეზე პასუხი ბინძური არ უნდა“.

ილია ჯიშკარიანი 2014 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]