weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეგიძლიათ მომკლათ, არ გავაკეთებ კომენტარს – პრეზიდენტი პატიმართა შეწყალებაზე

12:00 კვირა, 06 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვალდებული არ არის, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებაზე განმარტება გააკეთოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ შეიწყალა არასრულწლოვანზე ძალადობისთვის მსჯავრდებული.

„არ ვლაპარაკობ ამ თემაზე. არ შემიძლია გითხრათ, არ მაქვს ამის უფლება. პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ იმის თქვა, თუ რატომ, არ მაქვს. ამ [შეწყალების] უფლების ერთ-ერთი დამახასიათებელია ის, რომ უფლება არ მაქვს კერძო საკითხებზე ვილაპარაკო. მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ, არ გავაკეთებ კომენტარს“, – უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი. ამასთან დაავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ამასთან, „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს შეწყალებული ჰყავს სისხლის სამართლის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გასამართლებული პირიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]