weather cur horoscope tv
დეკემბერი 13, 2019

ზარდიაშვილსთვის დეპუტატის მანდატი თვითმიზანი არ არის – თალაკვაძე

13:34 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019 hits 143

„ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი მისი თვითმიზანი არ არის და არ არის ის ღირებულება, რომლისთვისაც მთლიანად ჩვენი გუნდი მუშაობს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვანო ზარდიაშვილი რამდენიმე დღეში დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის.

„მე მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, რა თქმა უნდა, რა გეგმები აქვს სამომავლოდ მას, რა გეგმები აქვს ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ცოტა ხანში თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი და უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ბატონმა ზარდიაშვილმა ისაუბროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვანო ზარდიაშვილი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია. ის დეპუტატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტიული სიით აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]