weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზარდიაშვილს პარლამენტი დაატოვებინეს – ეკა ბესელია

14:45 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

„ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. მას დაატოვებინეს პარლამენტი“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრის, ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც ეკა ბესელია ამბობს, დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება ზარდიაშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ყოველთვის აგვიანებს ხოლმე რეაგირებას. უფრო ადრე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც, მაშინ რომ დაეჯერებინა უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა.

ჩემი პროფესიული და საჯარო ბრძოლის ეტაპზე, მასზე ბევრად ძლიერი ადამიანები მიპირისპირდებოდნენ. არ მახსოვს რომელიმე ყოფილიყო გამარჯვებული - არა იმიტომ, რომ უძლეველი ვარ, არამედ იმიტომ, რომ სიმართლეს ვატარებ თან და არასდროს ვიხევ უკან“,
– განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი დღეს თქვა. როგორც ის ამბობს, არ უნდა პროვოკაციების წყარო იყოს.

ვანო ზარდიაშვილის ამ გადაწყვეტილებამდე, 26 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა. ბესელიას გაღიზიანება სავარაუდოდ ზარდიაშვილის რეპლიკას – „ბესელიას მორალი“ მოჰყვა. ის ვანო ზარდიაშვილთან მივიდა და როგორც კადრებიდან ჩანს, სახეში ხელი გაარტყა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]