weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მთავრობამ გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა

18:03 ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ (გიორგი) ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

როგორც „რეგინფოს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხს უახლოეს დღეებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. კომიტეტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება.

სუს-ის უფროსს პარლამენტი 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. მანამდე, 2017 წლის დეკემბრიდან, ვახტანგ გომელაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატად იქნა არჩეული. დეპუტატის უფლებამოსილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადასვლის შემდეგ შეუწყდა.

გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტიდ წევრად არჩევამდე, 2016 წელს თბილისის მერის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის, 2015 – 2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. 2014 – 2016 წლებში შპს Old City Development-ის, 2013 – 2014 წლებში კი შპს „ბურჯის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. 2008 – 2013 წლებში ის შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]