weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტოლერანტულები არ უნდა ვიყოთ – ზურაბიშვილი დეპუტატის სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე

11:50 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე. ტოლერანტულები არ უნდა ვიყოთ“, – ნათქვამია ზურაბიშვილის ინგლისურენოვან პოსტში.

თამთა თოდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თოდაძის თქმით, პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა და მომხდარის შესახებ აცნობა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო. ილია ჯიშკარიანი ქალის ბრალდებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მომხდარს პროკურატურა სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით იძიებს. ამ დრომდე თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ ნახსენებ #MeToo-ს, ეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერი გლობალური კამპანიაა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]