„გადავწყვიტეთ, რომ ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას სახელი გადავარქვათ. დღეიდან მოსკოვის ქუჩას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის სახელი დაერქმევა“, – განაცხადა რუსულ სააგენტოსთან ცხინვალის მერმა, ალან კოჩიევმა.
მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „რუსეთის ფედერაციისა და პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთისადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით“.
„სახელის შეცვლა დიდი ხანი განიხილებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს, რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს“, – განაცხადა კოჩიევმა.
ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს არის დაბადებული.