პრესსამსახური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
„2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მას შემდეგ რაც განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრება.