weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ილია ჯიშკარიანი ბულინგის მსხვერპლი გახდა, მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ – ადვოკატი

18:27 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს, რომელსაც საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. როგორც კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ჯიშკარიანს ცილს სწამებენ და ექსპერტიზის პასუხს უნდა დაველოდოთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა.

მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეში ჩართვით უნდა მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნოს, რომ „აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს“.

თამთა თოდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თოდაძის თქმით, პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა და მომხდარის შესახებ აცნობა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო. ილია ჯიშკარიანი ქალის ბრალდებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მომხდარს პროკურატურა სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით იძიებს. ამ დრომდე თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]