weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პარლამენტარი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა

14:08 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

პარლამენტარი ოთარ კახიძე ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახიძეს ერთი თვით იარაღის ტარებაც აეკრძალა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოთარ კახიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და ყველას მოუწოდებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ადგილზე იარაღის ტარებისგან თავი შეიკავონ.

„2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან“, - აღნიშნა კახიძემ სასამართლოზე.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ოთარ კახიძეს, 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე „არა რუსულ ფაშიზმს“ თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ამით მან „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია.

კანონის თანახმად, შეკრებისა ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]