weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დანაშაულის ჩამდენი პოლიციელის მიმართ ჩვენი მიდგომა იქნება დაუნდობელი – გიორგი გახარია

11:42 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეს, რომელშიც ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი მონაწილეობდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პოლიციელის მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მიდგომა იქნება დაუნდობელი.

„როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

5 ოქტომბერს, მტკვარმა რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი გამორიყა. შსს-მა საქმეზე ხუთი პირი დააკავა, რომელთა შორის ორი მოქმედი (მიხეილ ღუბიანური და დავით მიროტაძე) და ერთი ყოფილი (დიმიტრი დუღაშვილი) სამართალდამცველია. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამი პირი პირველ ოქტომბერს, სახლიდან მოტყუებით გამოყვანილ დავით მუმლაძეს გზაში პოლიციის ფორმაში გამოწყობილები დახვდნენ, ავტომობილიდან გადმოიყვანეს, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება და რუსთავში გადასცეს გიორგი ასათიანსა და ზურაბ ჯღარკავას, რომლებმაც მუმლაძე მტკვრის ნაპირზე ჩაიყვანეს და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები. კვალის დამალვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]