weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩვენი ქვეყანა არ არის ღირსი ასეთი სამართალი ჰქონდეს, ამ სიტუაციას შევცვლით – ხაზარაძე

14:46 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019
ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან

„არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა, არასდროს. ჩვენ ვართ სუფთა როგორც ამ საქმეში, ისე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბიზნესს ვაკეთებთ მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი. შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ“, – განაცხადა „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ხაზარაძისა და მისი ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პროკურორებმა მოითხოვეს საქმიდან იმ მტკიცებულებების ამოღება, რომელიც დაცვის მხარის მიერ იქნა მოპოვებული. როგორც ადვოკატმა განმარტა, აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების მხარეს სრულიად უქარწყლებს წარდგენილ ბრალდებას და თუ სასამართლო ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, დაცვის მხარის უფლება მთლიანად შეიზღუდება.

„ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია გენერალურ პროკურორად, უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან, ასევე უცოდინარ პროკურორებთან.

არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით. დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, მოსამართლეები. ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და დავტოვებთ ამ ქვეყანას ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში. ამას გპირდებით ჩემი გუნდის სახელით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „რეიდებს“, რომელიც რუსეთში ისწავლა, საქართველოში ახორციელებს.

„მინდა „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ სად დგახართ, თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში, რას პირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი და ამ ჭაობიდან თუ დროზე არ ამოვედით ყველა ერთად... აქ არ არის მამუკა ხაზარაძეზე საუბარი, აქ საუბარია ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს ხვალინდელ დღესზე, ლაპარაკია ჩვენს შვილებზე და წესიერი სახელმწიფოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებაზე. ამ სახელმწიფოს ჩვენ თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, წესიერ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]