weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის საკითხის მოსაგვარებლად – პრეზიდენტი

15:43 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი ეკლესიები სასულიერო პირებისთვის ხვალიდან გაიხსნება.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა.

„ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეეძლებათ ეკლესიებში შესვლა მომლოცველებსა და ტურისტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]