weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაციონალური მოძრაობა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მეორედ მოითხოვს

16:59 კვირა, 13 ოქტომბერი 2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტს დადგენილების პროექტს წარუდგენს. ფრაქციის განცხადებით, კომისიამ უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი.

კერძოდ, დადგენილების პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხია ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია.

„6 მაისს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ხსენებული განცხადებიდან ხუთ თვეზე მეტი გავიდა და დღემდე არ არის გამოძიებული აღნიშნული საქმე. 2017 წლიდან დღემდე, დაზარალებულებს აქვთ სერიოზული კითხვები და უნდობლობა გამოძიებასთან, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით პარლამენტს პირველად 2018 წლის ბოლოს მიმართა. დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი, თუმცა მას მხარი მხოლოდ 30-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებიც. მათ პარლამენტისთვის წარსადგენად თბილისსა და რეგიონებში 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვება აქვთ გადაწყვეტილი.

 

ამ თემაზე:

მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ განმარტება უნდა წარმოადგინოს – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]