weather cur horoscope tv
ივლისი 26, 2021

ნარატივი „ევროქოცები“ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა – გიგა ბოკერია

12:55 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019 hits 987

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნარატივი, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ამის შესახებ ბოკერიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„არ გაგიგიათ სხვებისგან „ევროქოცებს“ რომ გეძახიან?“ – ჰკითხა ბოკერიას გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ნიკა გვარამიამ.

„როგორ არ გამიგია. ეს ნარატივი სააკაშვილმა შექმნა შიდა კონკურენციის გამო. ეს არის „ოცნების“ და ბიძინას სტილში მოქმედება“, – განაცხადა ბოკერიამ.  

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის მემკვიდრეა - მისი ჩავარდნებისაც და მიღწევებისაც, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას ყველა მიმართულებით და ყველა საკითხში დაშორდნენ.

„ეკონომიკურ ლიბერალიზმში ავიღოთ, კლასიკურ ლიბერალიზმს ვგულისხმობ, სეკულარული სახელმწიფოს ამბავში, პროდასავლურ არჩევანში – ყველაფერში. ივანიშვილის დამარცხება არის ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ეს კაცი არის ამ ქვეყნის არსებობის საფრთხე, მაგრამ მას რომ დავამარცხებთ, სწრაფად ვიქნებით გამოსასვლელი ამ კრიზისიდან და ამ სწრაფად გამოსვლისას, ჩვენ არ გვჭირდება პოპულისტები, რომლებიც ივანიშვილის სტილში ყველაფერს დაპირდებიან ხალხს და მოატყუებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]