weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„რატომ?“ – პრეზიდენტი შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მისვლაზე

13:19 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

„რატომ უნდა ვიყო?“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, იყო თუ არა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს მცხეთაში უპასუხა, სადაც „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი - აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის და გიორგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ასევე, ზურაბ ნადირაძე, რომელიც გიორგი ქოიავას მკვლელობის გამო იყო გასამართლებული და რომლის ექსტრადიცია საქართველოში 23 წლის შემდეგ მოხდა.

შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]