weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2019

სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაულია – ზურაბიშვილი

15:05 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019 hits 175

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას „სვეტიცხოვლობა“ მიულოცა. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]