„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.