weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა – მელია

15:50 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

„ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ – არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ“, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გიგა ბოკერიას, რომელმაც თქვა, რომ ლოზუნგის – „ივანიშვილი ციხეში“ წინააღმდეგია.

მელიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ეს განცხადება ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის „უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა“.

„ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

მელიას განცხადებით, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება აქვს მიტაცებული, ციხეში არავინ გამოამწყვდევს, რადგან არჩევნებში მარცხით, უკვე გადახდილი ექნებათ პოლიტიკური ფასი.

„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ“, – აღნიშნავს ნიკა მელია.

გიგა ბოკერიამ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რომ არ არის მომხრე ნათქვამის „ივანიშვილი ციხეში“. როგორც მან აღნიშნა, ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას წინა ხელისუფლების მეტნაკლებად მასობრივი დევნა არ მოჰყვეს. 

„ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი“, – განაცხადა ბოკერიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]