„სპეციალისტთა აზრით, არარეგისტრირებულ აბორტთა რიცხვი ბევრად მეტია. ცინიზმია, როცა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებდეს უფლებას, საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის.
აბორტი არის ადამიანის მკვლელობა. მუცლად მყოფი ბავშვი, ჩასახვის მომენტიდან სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია. ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობას შორის არ არსებობს განსხვავება, მეტიც, მშობლების მიერ საკუთარი უმწეო და უდანაშაულო შვილების დაჩეხვა-დანაწევრება მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი ფორმაა.
სანამ ამ საშინელ ბოროტებას ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს, არანაირი წინსვლა, კეთილდღეობა და განვითარება არ გვექნება.
ცინიზმია ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად ადამიანი და მასზე მზრუნველობა იყოს გაცხადებული და მშვიდად ვუყურებდეთ 100 ათასობით მუცლად მყოფი ბავშვის დაღვრილ სისხლს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
ალექსანდრე ერქვანიამ მთავრობას მიმართა, შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა.