weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას არ მოვშლით – მაია ცქიტიშვილი

12:11 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წლის ბოლომდე მისცემს საშუალებას, ვალდებულებები შეასრულოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, დღესვე მოვშალოთ ის, იმის გათვალისწინებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის ვერც კონსორციუმს და ვერც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან სესხი“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მიესალმება ინვესტორიების არსებობას, რომლის შესახებაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

„სწორედ ამის გამო, არ მოვშლით ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმსა და მის ინვესტორებს მივცემთ შესაძლებლობას, მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ ამ პროექტში მოიზიდონ საკუთარი კაპიტალი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კონსორციუმს მთავრობისათვის უნდა წარედგინა, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ დოლარის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები და საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აღნიშნული დოკუმენტები მთავრობისთვის არ წარუდგენია. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა თქვა, მთავრობამ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მისი საბოტაჟირება მოახდინა. მისივე განცხადებით, ამის მიუხედავად მათ შეძლეს ინვესტორების მოძიება, „რომლებიც დღესაც კი მზად არიან ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]