weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამერიკელების ადგილი შავ ზღვაში არის – მაია ცქიტიშვილი

14:53 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

ამერიკელების ადგილი შავ ზღვაში არის – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ამით ის გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეს, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

„რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არა მარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი ტიპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„თიბისი ჰოლდინგის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ურჩია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის თავი დაენებებინა. ხაზარაძის განცხადებით, ივანიშვილს მიაჩნდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკონომიკური პროექტი არ იყო და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად სჭირდებოდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]