weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

22:10 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისმა თანამებრძოლმა, დავით საყვარელიძემ დაადასტურა. საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

"პოროშენკო მსოფლიო დიქტატორებს წინ უსწრებს. აშკარაა, რომ უკრაინამ მორიგი "იანუკოვიჩი" მიიღო. ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - უკრაინა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზეა. ადამიანი, რომელიც ამაზე ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, მოქალაქეობის და ქვეყანაში შესვლის უფლების გარეშეა დარჩენილი",- წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილს მოქალაქეობა მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩამოართვეს, რაც გულისხმობს ანკეტაში ცრუ ინფორმაციის შეტანას.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას დეპუტატმა ანდრეი ლოზოვოიმ მიმართა, ხოლო პროკურატურამ მოთხოვნა საემიგრაციო სამსახურს გადაუგზავნა. საბოლოო ჯამში კომისიამ მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარ არის. იმავე წელს მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]