weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას – თეა წულუკიანი

12:03 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტი რომ იყოს, შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად გამოცხადდებოდა პროკურატურაში.

კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა – „ მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“.

წულუკიანის თქმით, ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

„ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი - აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის და გიორგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ასევე, ზურაბ ნადირაძე, რომელიც გიორგი ქოიავას მკვლელობის გამო იყო გასამართლებული და რომლის ექსტრადიცია საქართველოში 23 წლის შემდეგ მოხდა.

შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]