„ეს იყო ორკესტრირებული შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და მე ამას ასე ვხსნი – ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას. არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონთ“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებდა, 14 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.